ტევესის გადაბირება "ინტერსაც" განუზრახავს

AutoSharing Option
მილანის "ინტერი" "მანჩესტერ სიტის" ფორვარდ კარლოს ტევესისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

გავრცელებული ცნობით, 27 წლის არგენტინელი ფორვარდის ტრანსფერის საკითხებით თვით "ნერაძურის" პრეზიდენტი, მასიმო მორატია დაკავებული, რომელიც უკვე დაუკავშირდა "ქალაქელთა" დამრიგებელს რობერტო მანჩინის და ფეხბურთელის გადაბირებაზე ესაუბრა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ინტერში" ტევესის ტრანსფერის ფასი 25 მლნ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ დეკემბრის ბოლოს ტევესის იჯარით აყვანის სურვილი "მილანმა" გააცხადა, თუმაც "სიტი" ამ წინადადებას არ დაყაბულდა. "როსონერის" ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებების გაგრძელება იანვრისთვის გადადო, მაგრამ "ინტერის" მოულოდნელმა გააქტიურებამ "მილანს" საქმეები გაურთულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული