"იუვენტუსს" დავიდ პისარო სჭირდება

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი", რომელმაც "რომასთან" მარკო ბარიელოს იჯარის თაობაზე შეთანხმებას უკვე მიაღწია, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ჯალოროსის" კიდევ ერთი ფეხბურთელის გადაბირებას ეშურება.

"ბებერი ქალბატონს" ამჯერად თვალი 32 წლის ჩილელ ჰავბეკზე, დავიდ პისაროზე დაუდგამს.

ამასთან, "იუვენტუსი" ესპანურ "სევილიასთან" ურუგვაელი მცველის, მარტინ კასარესის ტურინში იჯარით გადაბირების დეტალებს ათანხმებს.

მომზადებულია La Stampa-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული