ჯილას "ჯენოამდე" აღარაფერი უკლია

AutoSharing Option
ალბერტო ჯილარდინომ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, რაც იმის მაუწყებელია, რომ სულ მალე "ჯენოასთან" 4.5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

გენუური კლუბის მესვეურებს ჯილას გადაბირება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდათ, მაგრამ მაშინ ფლორენციელებმა 29 წლის ფორვარდის გაშვებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს. ამჯერად, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და სერია A-ს მომდევნო ტურიდან ალბერტო უკვე "ჯენოას" ღირსებას დაიცავს.

"ჯენოას" პრეზიდენტმა ენრიკო პრეციოზიმ კიდევ ერთხელ გამოთქვა კმაყოფილება იმ ფაქტით, რომ მის გუნდში თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი გადადის. ვეჭვობთ, ამ მოსაზრებას ბევრი არ დაეთანხმება, მაგრამ პრეციოზისაც უნდა გავუგოთ - "ჯენოას"
თავდასხმაში არსებული სერიოზული პრობლემებიდან გამომდინარე, ჯილას დამატება მართლაც მისწრება გახლავთ.

თავად ფეხბურთელი პრესასთან ურთიერთობისგან ჯერჯერობით თავს იკავებს და ალბათ მხოლოდ მას შემდეგ გამართავს ბრიფინგს, როდესაც მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული