თუმცა, ბოლო დღეებში, აქტიურად მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ მაქსის გადაბირება "პალერმოს" ოდიოზურმა პრეზიდენტმა მარუციო ძამპარინიმ განიზრახა.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ლოპესი 2010 წლის ზაფხულიდან მოყოლებული "კატანიას" ღირსებას იცავს, სიცილიურ გუნდში 64 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 22 გოლი გატანილი. პრესასთან საუბარში "კატანიას" სპორტული დირექტორი პიეტრო ლო მონაკო შემდეგს აცხადებს:
"მაქსი ლოპესი აუცილებლად დატოვებს "კატანიას", რადგან ამის სურვილი თავად მან უკვე არაერთხელ გამოთქვა. არავითარი სურვილი არ
მაქსის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მან თავისი არჩევანი გააკეთა, რისი უფლებაც ჰქონდა. ლოპესის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა, რამდენიმე კლუბი სერიოზულ ინტერესს გამოხატავს და მოლაპარაკებებიც აქტიურად მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი გუნდი ნამდვილად "პალერმოა" და ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმისგან".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"