ლუის ენრიკე: "რომა" სწორ გზაზე დგას

AutoSharing Option
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გუნდის შვებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ რომაელებმა აუცილებლად უნდა გააგრძელონ ის კურსი, რომელიც შარშან წლის მიწურულს აიღეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო სამ მატჩში "რომამ" შვიდი ქულა მოიპოვა.

"რასაც წლის ბოლოს ვაკეთებდით, უნდა გავაგრძელოთ. სწორ გზაზე ვდგავართ. მუშაობა იმავე ენთუზიაზმით და კონცენტრაციით უნდა განვაგრძოთ. უფრო სწორედ, ამ კომპონენტებშიც უნდა მოვუმატოთ, რათა იმ შედეგს მივაღწიოთ, რომელიც მიმდინარე სეზონში გვსურს", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული