ფელიპე მელო: "იუვეში" დაბრუნება არ მინდა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ბრაზილიელი ნახევარმცველი, რომელიც ერთწლიანი იჯარით "გალათასარაიში" გამოდის, აცხადებს, რომ იჯარის ვადის დასრულების შემდეგ ტურინში დაბრუნება არ უნდა.

"ვერ წარმომიდგენია, რომ კვლავ "იუვენტუსის" მაისურა ჩავიცვა. "იუვეში" დაბრუნება არ მინდა.

გუნდისთვის რაც შემეძლო, ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ გულშემატკივრები მაკრიტიკებდნენ და ამიტომ "იუვენტუსში" ყოფნა ძალიან მიჭირდა.

"გალათასარაიში" დარჩენა მართლაც მინდა. კლუბიც მომწონს და აქ ყოფნაც მსიამოვნებს. სტამბული ძალიან თანამედროვე და ლამაზი ქალაქია", - თქვა ფელიპე მელომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული