"ვერ წარმომიდგენია, რომ კვლავ "იუვენტუსის" მაისურა ჩავიცვა. "იუვეში" დაბრუნება არ მინდა.
გუნდისთვის რაც შემეძლო, ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ გულშემატკივრები მაკრიტიკებდნენ და ამიტომ "იუვენტუსში" ყოფნა ძალიან მიჭირდა.
"გალათასარაიში" დარჩენა მართლაც მინდა. კლუბიც მომწონს და აქ ყოფნაც მსიამოვნებს. სტამბული ძალიან თანამედროვე და ლამაზი ქალაქია", - თქვა ფელიპე მელომ.