"ჯენოას" და "ინტერის" ყოფილი თავკაცი უმუშევარი იყო, რადგან იტალიაში მწვრთნელებს ერთი სეზონის განმავლობაში ადგილობრივი ჩემპიონატის ორი სხვადასხვა გუნდის ხელმძღვანელობის უფლება არ აქვთ.
"პარმას" ხელმძღვანელობა გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგებითა და კოლომბოს მუშაობით უკმაყოფილოა. "ჯვაროსნებმა" სერია A-ს ბოლო შვიდი შეხვედრიდან მხოლოდ ერთში იმარჯვეს.