დე როსის ულტიმატუმი წაუყენეს

AutoSharing Option
"რომას" მესვეურებსა და დანიელე დე როსის შორის ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მოლპარაკება ჯერ კიდევ გასული ზაფხულიდან მიმდინარებს, თუმცა შედეგი ამ ყველაფერს არ მოჰყოლია.

"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალ კონტრაქტში დე როსის წლიური ანაზღაურება 6 მილიონი ევროთი განისაზღვრება, რაც თურმე ფეხბურთელს არ აკმაყოფილებს.

საქმე იმაშია, რომ მოქმედი ხელშეკრულებით დე როსი სწორედ 6 მილიონს იღებს და როგორც ჩანს, პირობების გაუმჯობესება აქვს მიზნად დასახული. თანაც, საყოველთაოდ ცნობილია, რომ "ჩელსის" მეპატრონე რომან ამბრამოვიჩი ნებისმიერ დროს მზადაა, დე როსიში კოლოსალური თანხა გადაიხადოს და
წლიურ გასამრჯელოდ ფეხბურთელს 8 მილიონი დაუნიშნოს.

მოკლედ, დე როსიმ კიდევ ერთხელ განაცხადა უარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რამაც "რომას" მესვეურებს მოთმინების ფიალა აუვსო - აი, რას ამბობს "ჯალოროსის" სპორტული დირექტორი ფრანკო ბალდინი:

"ძალიან ბევრჯერ წავედით კომპრომისზე, მაგრამ ასე გაგრძელება უბრალოდ აღარ შეიძლება - დე როსიმ რამდენიმე ხელშეკრულება დაგვიწუნა და როგორც ჩანს, თვითონაც არ იცის რა უნდა.

ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ დანიელემ კარიერა "რომაში" გააგრძელოს და იმედია, ეს ასეც მოხდება. მას იანვრის ბოლომდე ვაძლევთ ვადას, ან გააფორმებს ახალ კონტრაქტს, ან ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს კლუბს - პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას უბრალოდ ვერ შევძლებთ და ექვს-მილიონიანი ხელშეკრულება ჩვენი საბოლოო შეთავაზებაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული