"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალ კონტრაქტში დე როსის წლიური ანაზღაურება 6 მილიონი ევროთი განისაზღვრება, რაც თურმე ფეხბურთელს არ აკმაყოფილებს.
საქმე იმაშია, რომ მოქმედი ხელშეკრულებით დე როსი სწორედ 6 მილიონს იღებს და როგორც ჩანს, პირობების გაუმჯობესება აქვს მიზნად დასახული. თანაც, საყოველთაოდ ცნობილია, რომ "ჩელსის" მეპატრონე რომან ამბრამოვიჩი ნებისმიერ დროს მზადაა, დე როსიში კოლოსალური თანხა გადაიხადოს და
მოკლედ, დე როსიმ კიდევ ერთხელ განაცხადა უარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რამაც "რომას" მესვეურებს მოთმინების ფიალა აუვსო - აი, რას ამბობს "ჯალოროსის" სპორტული დირექტორი ფრანკო ბალდინი:
"ძალიან ბევრჯერ წავედით კომპრომისზე, მაგრამ ასე გაგრძელება უბრალოდ აღარ შეიძლება - დე როსიმ რამდენიმე ხელშეკრულება დაგვიწუნა და როგორც ჩანს, თვითონაც არ იცის რა უნდა.
ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ დანიელემ კარიერა "რომაში" გააგრძელოს და იმედია, ეს ასეც მოხდება. მას იანვრის ბოლომდე ვაძლევთ ვადას, ან გააფორმებს ახალ კონტრაქტს, ან ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს კლუბს - პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას უბრალოდ ვერ შევძლებთ და ექვს-მილიონიანი ხელშეკრულება ჩვენი საბოლოო შეთავაზებაა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"