"ბუცების ლურსმანზე დაკიდების არანაირი სურვილი არ მაქვს, მიუხედავად იმ ყველაფრისა, რასაც ჩემზე ამბობენ. ვაპირებ "მილანს" მიმდინარე სეზონში რომელიმე მნიშვნელოვანი ტიტულის მოგებაში დავეხმარო.
ჩვენი გუნდი ყველა იმ ტურნირში, რომელშიც მონაწილეობს, ფავორიტია. ჩვენ სერია A-ს მოგების პრეტენდენტები ვართ და არც ჩემპიონთა ლიგაში დავიხევთ უკან. ჩვენზე ძლიერი მხოლოდ "ბარსელონაა", - განაცხადა ნესტამ.