მაურიციო ძამპარინი: "პალერმო" "ნაპოლის" 1:0 მოუგებს, გოლს კი მიკოლი გაიტანს

AutoSharing Option
"პალერმოს" ქარიზმატულმა პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ იტალიელ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მისი გუნდი 8 იანვარს, სერია A-ს მე-17-ე ტურის საშინაო მატჩში "ნაპოლის" დაამარცხებს.

"1:0 მოვიგებთ. მატჩის ბედს ფაბრიციო მიკოლი გადაწყვეტს. ის გოლს მე-80-ე წუთზე გაიტანს", - პროგნოზებს არ მორიდებია სიცილიური კლუბის ბოსი.

მიმდინარე სეზონის 16 მატჩში "პალერმოს" ფეხბურთელებმა 21 ქულა მოაგროვეს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფებიან. "ნაპოლი" 24 ქულით მეექვსე პოზიციაზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული