ფორლანმა შესაძლოა, "მილანთან" დერბი გამოტოვოს

AutoSharing Option
სამშაბათს "ინტერის" ვარჯიშზე დაშავებულმა ურუგვაელმა დიეგო ფორლანმა შესაძლოა არა მხოლოდ "პარმასთან" უახლოესი მატჩი გამოტოვოს, არამედ - 15 იანვარს დანიშნული მილანური დერბიც.

არსებობს ეჭვი, რომ ფორვარდის ტრავმა უფრო სერიოზულია, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ. უახლოეს ხანში ფორლანი საფუძვლიან სამედიცინო გამოკვლევას გაივლის.

შეგახსენებთ, რომ შემოდგომაზე ფორლანი იძულებული იყო კუნთის ტრავმის გამო ორ თვეზე მეტი გამოეტოვებინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული