ალეგრი პსჟ-სთან მოგებული მატჩის შედეგით კმაყოფილია

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ პსჟ-სთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მილანმა" პარიზული გუნდი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

"გუშინდელი მატჩის შედეგით კმაყოფილი ვარ. ჩემი გუნდის თამაში მომეწონა. ფეხბურთელები მხოლოდ მოგებაზე ფიქრობდნენ.

გატუზომ და ინძაგიმ კარგად ითამაშეს. ისინი ახალგაზრდა ფეხბურთელებს კარგ მაგალითს აძლევენ", - განაცხადა ალეგრიმ.

მომზადებულია acmilan.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული