"საკუთარ შენაძენებზე რომ ვიფიქროთ, მანამდე ზოგიერთი მოთამაშე უნდა გავყიდოთ. პირველი კარლოს ტევესი იქნება. მისი ტრანსფერის საკითხის გადაწყვეტას უახლოეს 3-4 დღეში ვაპირებთ.
მისი გადაბირება სამ იტალიურ და ერთ ფრანგულ გუნდს სურს. ამ გარიგების დასრულებას მალე ვაპირებთ, რაც თავად მოთამაშისთვისაც სასარგებლო იქნება, რომელსაც დიდი ხანია არ უთამაშია", - თქვა მანჩინიმ.