მანჩინი: ტევესს 3-4 დღეში გავასხვისებთ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინ ბრიტანელ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ სანამ ვინმეს იყიდიან, "ქალაქელები" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს რამდენიმე მოთამაშეს გაასხვისებენ.

"საკუთარ შენაძენებზე რომ ვიფიქროთ, მანამდე ზოგიერთი მოთამაშე უნდა გავყიდოთ. პირველი კარლოს ტევესი იქნება. მისი ტრანსფერის საკითხის გადაწყვეტას უახლოეს 3-4 დღეში ვაპირებთ.

მისი გადაბირება სამ იტალიურ და ერთ ფრანგულ გუნდს სურს. ამ გარიგების დასრულებას მალე ვაპირებთ, რაც თავად მოთამაშისთვისაც სასარგებლო იქნება, რომელსაც დიდი ხანია არ უთამაშია", - თქვა მანჩინიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული