"რომას" ფორვარდი პაბლო ოსვალდო ტრავმირებულია

AutoSharing Option
"რომას" თავდამსხმელმა პაბლო ოსვალდომ, რომელმაც მიმდინარე სეზონში შვიდი გოლი გაიტანა, გუნდის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.

ახლო მომავალში იტალიის ნაკრების ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ფორვარდის გამოჯანმრთელების ვადაც გაირკვევა. წინასწარი ცნობით, ოსვალდო სავარაუდოდ 40 დღეს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ "რომას" რიგები მარკო ბორიელომ დატოვა. ფორვარდი იჯარის წესით "იუვენტუსში" გადავიდა. ოსვალდოს ტრავმის შემდეგ, რომაელთა თავდასხმის ხაზში პრობლემები გარდაუვალია.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული