ახლო მომავალში იტალიის ნაკრების ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ფორვარდის გამოჯანმრთელების ვადაც გაირკვევა. წინასწარი ცნობით, ოსვალდო სავარაუდოდ 40 დღეს გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ "რომას" რიგები მარკო ბორიელომ დატოვა. ფორვარდი იჯარის წესით "იუვენტუსში" გადავიდა. ოსვალდოს ტრავმის შემდეგ, რომაელთა თავდასხმის ხაზში პრობლემები გარდაუვალია.
მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით