ფორვარდი ტურინელთა შემადგენლობაში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს. ბორიელო ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მოედანზე ბოლოს 2011 წლის თებერვალში, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში (1:1) გამოვიდა.
"ბორიელო უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. ის ნაკრებში ადრეც გამოდიოდა, მაგრამ "რომაში" თავის გამოჩენის საკმარისი შესაძლებლობა არ გააჩნდა, რის გამოც არ ვიძახებდი.
იმედი მაქვს, "იუვენტუსში" ახლებურად გაიხსნება. მის თამაშს ყურადღებით დავაკვირდები", - თქვა პრანდელიმ.