ვან ბასტენმა "მილანის" ბოსებს პატოს შენარჩუნება ურჩია

AutoSharing Option
"მილანის" ლეგენდამ მარკო ვან ბასტენმა კლუბის ხელმძღვანელობას თავდამსხმელ პატოს შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

ბრაზილიელის მიმართ ინტერესს პსჟ იჩენს, რომლის მთავარი მწვრთნელიც "როსონერის" ყოფილი თავკაცი კარლო ანჩელოტია.

"პატო ახალგაზრდა და ძლიერი მოთამაშეა, რომელიც ძალიან შედეგიანია. მისი გაყიდვა დიდი შეცდომა იქნება.

ასეთი ფეხბურთელის გასხვისება მხოლოდ სერიოზული ფინანსური პრობლემებით შეიძლება აიხსნას. ვფიქრობ, რომ "მილანს" მსგავსი პრობლემები არ აქვს", - თქვა ჰოლანდიელმა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული