გვიდოლინი ფერნანდესმა გაახარა

AutoSharing Option
აქამდე გვეგონა, რომ "უდინეზეს" მესვეურები მხოლოდ ფეხბურთელთა სარფიანად გაყიდვით გახლდნენ დაკავებულნი, მაგრამ არც მთლად მასე ყოფილა საქმე - გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრიულურ კლუბში 25 წლის შვეიცარიელი ნახევარმცველი ფერნანდესი გადავიდა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 37 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 2 გოლი გატანილი.

2007 წლამდე ფერნანდესი შვეიცარიულ "სიონში" ასპარეზობდა, რის შემდეგაც "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგდა და ინგლისურ გუნდში 59 შეხვედრაც გამართა. 2009 წელს ფრანგულ "სენტ ეტიენში" გადავიდა, რასაც მისი ჯერ "კიევოში", შემდეგ კი ინგლისურ "ლესტერში" გათანთხოვრება მოჰყვა - მოკლედ, ბოლო დრომდე მის სატრანსფერო
უფლებებს "სენტ ეტიენი" ფლობდა და უდინელებმაც სწორედ ფრანგებთან აწარმოეს მოლაპარაკებები. ჯერჯერობით, ხელშეკრულების დეტალები არ ხმაურდება, ფრანჩესკო გვიდოლინი კი ტრანსფერს კმაყოფილებით შეხვდა:

"ფერნანდესი უნივერსალური თვისებებით დაჯილდოებული ფეხბურთელია და თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც დაცვაში, ისე ნახევარდაცვაში. მის გამოყენებას უფრო შუა ხაზში ვაპირებ, რადგან ბოლო პერიოდში მეტწილად ნახევარმცველის მოვალეობებს ასრულებდა. ტრანსფერით ძალიან კმაყოფილი ვარ და მჯერა, რომ ფერნანდესი სრულად გაამართლებს ჩემს მოლოდინს".

ამასობაში, სულ უფრო და უფრო აქტიურად საუბრობენ ანტონიო ფლორო ფლორესის "ფიორენტინაში" შესაძლო გადაბარგების შესახებ. თუმცა, აღნიშნულ ცნობებს უდინელთა თავკაცმა ჭორი უწოდა:

"თავდასხმაში ისე არ გვილხინს, რომ ფლორო ფლორესის დონის მოთამაშე ასე იოლად გავუშვათ. ჯერჯერობით, მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს არავინ გვთავაზობს და გამომდინარე აქედან, არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ანტონიო უდინეში დარჩება და მინიმუმ სეზონის ბოლომდე ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავს."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული