"კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტევესის სანაცვლად მასიმო მორატი მზადაა 22 მილიონი ევრო გადაიხადოს და ეს უკვე შეუთვალა კიდეც ფეხბურთელის პირად აგენტ კია ჯურაბჩიანს.
ამასთან, მორატიმ მისი გუნდის არგენტინული ლეგიონი ჩართო საქმეში, რომლებიც აქტიურად უკავშირდებიან თანამემამულეს და მას არჩევანის "ინტერზე" შეჩერებას ურჩევენ.
მიუხედავად ამისა,
"დიახ, "ინტერიდან" მართლაც შეგვეხმიანნენ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჩვენ უფრო "მილანისა" და "მანჩესტერ სიტის" მოლაპარაკებებით ვართ დაინტერესებული და თუ გსურთ, სწორედ ამ საკითხზე გავაკეთებ კომენტარს.
ტევესის სურვილია, რომ კარიერა "როსონერიში" გააგრძელოს, ამისთვის კი საჭიროა, რომ კლუბებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს. ამჟამად, მე და ჩემი კლიენტი რიო დეჟანეიროში ვართ და აქედან ვაკვირდებით მოვლენათა განვითარებას".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"