სნეიდერმა წასვლა არ გამორიცხა

AutoSharing Option
დიდი ხანია დადის ხმები იმის შესახებ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონს “ინტერიდან” ვესლი სნეიდერის გადაბირება სურს.

ამის შესახებ გასულ ზაფხულსაც ლაპარაკობდნენ და ლაპარაკობენ დღესაც - თავად ფეხბურთელი “ინტერში’ თავს კარგად გრძნობს და არსად წასვლის სურვილი არ აქვს, თუმცა… მოვუსმინოთ 27 წლის ჰოლანდიელ ნახევარმცველს:

“დიახ, ჩემით მართლაც არიან “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელძღვანელები დაინტერესებულნი და კონტაქტზეც არაერთხელ გამოვიდნენ. ჩემი პასუხი ყოველთვის ერთნაირია, მათ პირველ როგში ‘ინტერთან” უნდა დაილაპარაკონ
და მხოლოდ შემდეგაა შესაძლებელი ჩვენი შეხვედრა.

პირადად მე, მილანში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და არსად წასვლის სურვილი არ მაქვს. თუ მკითხავთ, რამდენი პროცენტია იმის შანსი, რომ “ინტერში” დავრჩე - გიპასუხებთ, რომ 90. დიახ, 90% “ნერაძირიში’ დავრჩები, თუმცა რაიმეს გამორიცხვა ჩემი მხრიდან უგუნურება იქნებოდა.

თანამედრივე ფეხბურთში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება ვითარება რადიკალურად შეიცვალოს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული