"რომას" 28 წლის ცენტრალური ნახევარმცველის, დანიელე დე როსისთვის ბრძოლა ხურდება. ფეხბურთელი, რომელსაც კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება, "მილანის" ინტერესთა სფეროში მოხვდა, რომელიც ნახევარდაცვის ცენტრის გაძლიერებას აპირებს.
ამას გარდა, მოთამაშით "მანჩესტერ სიტი" და "რეალია" დაინტერესებული.
აღსანიშნავია, რომ "რომას" თავისი ლიდერის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება, რადგან ნახევარმცველისთვის ყოველი ახალი კლუბის მიერ შეთავაზებული ხელფასი დღიდან დღემდე იზრდება.