"რომას" ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც რომაული კლუბის ვარჯიშზე ჩილელი ნახევარმცველის მონაწილეობით წარმოიშვა.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის ფეხბურთელმა ვარჯიში დასრულებამდე თვითნებურად დატოვა.
"რომას" პრესსამსახური იუწყება, რომ პისარომ მწვრთნელებს და თანაგუნდელებს ბოდიში უკვე მოუხადა. ჩილელმა თქვა, რომ მის საქციელზე სერიოზულმა ოჯახურმა პრობლემებმა იმოქმედა. "რომას" ხელმძღვანელები პისაროს მდგომარეობაში შევიდნენ და გარკვეული ვადით სამშობლოში გამგზავრების უფლება მისცეს.
იტალიური პრესის ინფორმაციით, პისაროს "რომას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე არ სწყალობს, რის გამოც მან რომაული კლუბი "იუვეტუსზე" შესაძლოა უკვე ამჟამინდელი სატრანსფერო ფანჯრის დროს გაცვალოს.
13:13 06-01-2012
"რომამ" პისაროს ოჯახური პრობლემების გამო ჩილეში გამგზავრების უფლება მისცა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული