"რომა" დე როსის 6-მილიონიან კონტრაქტს სთავაზობს

AutoSharing Option
"რომამ" თავის ნახევარმცველ დანიელე დე როსის ახალი კონტრაქტის საბოლოო ვარიანტი შესთავაზა, რომლის მიხედვით ფეხბურთელი წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ზედ ბონუსებიც დაემატება. კონტრაქტის ვადა ხუთი წლით განისაზღვრება.

რომაულ კლუბს დე როსისგან საბოლოო პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია. ჰავბეკმა და მისმა აგენტმა დრო ითხოვეს, რათა შეთავაზებული პირობები ჯეროვნად განიხილონ.

თუკი დე როსი ამ კონტრაქტზე ხელს არ მოაწერს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაიყიდება. მის მსურველთა სია კი მართლაც შთამბეჭდავია: "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "რეალი" და "ინტერი".

მომზადებულია Football Italia-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული