ანტონიო კონტე: სეზონის მეორე ნახევარი უფრო რთული იქნება

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ სერია A-ს მე-17 ტურის მატჩის წინ, რომელიც ტურინელებს "ლეჩესთან" უწევთ, სეზონის მეორე ნახევრისთვის გუნდის მზადება შეაფასა. მისი თქმით, "ბებერ ქალბატონს" წინ რთული პერიოდი უდგას.

"16-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ "იუვენტუსს" პაუზა ჰქონდა. ახლა იმ მდგომარეობაში ვართ, როცა შეკითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები.

შეკრებაზე კარგად ვიმუშავეთ - როგორც მოთამაშეთა ფიზიკური მომზადების, ისე ფსიქოლოგიური მდგომარეობის მხრივ. რაც მთავარია, ყველამ კარგად იცის, რომ "იუვენტუსს" არავის უნდა ეშინოდეს.

რაც შეეხება "ლეჩეს", ის კარგი გუნდია, სადაც კარგი ფეხბურთელები არიან თავმოყრილნი. ჩვენ
მათთან უშეღავათო ბრძოლას მოველით.

ვფიქრობ, სეზონის მეორე ნაწილი გაცილებით რთული იქნება, ვიდრე პირველი იყო. მოწინააღმდეგები უკვე მზად არიან იმისთვის, რომ ტიტულისთვის ვიბრძოლებთ. ყველაფერთან ერთად, ჩვენ გულშემატკივრების ნდობაც უნდა დავიბრუნოთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული