"16-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ "იუვენტუსს" პაუზა ჰქონდა. ახლა იმ მდგომარეობაში ვართ, როცა შეკითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები.
შეკრებაზე კარგად ვიმუშავეთ - როგორც მოთამაშეთა ფიზიკური მომზადების, ისე ფსიქოლოგიური მდგომარეობის მხრივ. რაც მთავარია, ყველამ კარგად იცის, რომ "იუვენტუსს" არავის უნდა ეშინოდეს.
რაც შეეხება "ლეჩეს", ის კარგი გუნდია, სადაც კარგი ფეხბურთელები არიან თავმოყრილნი. ჩვენ
ვფიქრობ, სეზონის მეორე ნაწილი გაცილებით რთული იქნება, ვიდრე პირველი იყო. მოწინააღმდეგები უკვე მზად არიან იმისთვის, რომ ტიტულისთვის ვიბრძოლებთ. ყველაფერთან ერთად, ჩვენ გულშემატკივრების ნდობაც უნდა დავიბრუნოთ".