ლავესი: ვარჯიშებიდან წასვლა ზოგჯერ მანქანის საბარგულში მყოფს მიწევდა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ფორვარდმა ესეკიელ ლავესმა გუნდის ფეხბურთელების მიმართ ნეაპოლელი გულშემატკივრების სიყვარულზე ისაუბრა.

"ვაფასებ იმ გრძნობას, რომელიც ჩვენს გულშემატკივრებს უჩნდება, როცა მათ გოლებითა და გამარჯვებებით ვახარებთ. თუმცა ნეაპოლში დღემდე ვერ მომიძებნია ადგილი რომ განმავრტოვდე. პრაქტიკულად ყოველთვის სახლში ვარ ჩაკეტილი. მუდამ ერთ ადგილას ვჭამ, ქალაქის ცენტრში არ მივდივარ ხოლმე.

ერთხელ ქალაქში საყიდლებზე გავემგზავრე. იქიდან სამი საათის განმავლობაში ვერ გამოვდიოდი. ხალხის ნაკადმა მოძრაობა გადაკეტა, რის შემდეგ პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

სხვა შემთხვევებიც ყოფილა. ერთხელ, როცა "მილანს" გოლი გავუტანე, ერთი ფანი აპირებდა ჩემთვის დოღის ცხენი
ეჩუქებინა. ზოგჯერ ვარჯიშებიდან წასვლა ჩემი მანქანის საბარგულში მყოფს მიწევს. დარწმუნებული ვარ, არსად უყვართ თავისი გუნდის ფეხბურთელები ისე როგორც აქ", - თქვა ლავესიმ.

მომზადებულია Ole-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული