"ძალიან მიხარია, რომ ბორიელო "იუვენტუსში" ითამაშებს. მარკო შეეცდება დაამტკიცოს, რომ "რომამ" მისი გაშვებით შეცდომა დაუშვა. რა თქმა უნდა, ის ჩვენი გუნდისთვის დამატებითი ძალა იქნება", - განაცხადა მეკარემ.
"რომამ" ბორიელო "მილანისგან" 2011 წლის ივნისში გამოისყიდა, მაგრამ "ჯალოროსის" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე იტალიელს მაინცდამაინც არ ენდობოდა.