ბუფონი: მიხარია, რომ ბორიელო "იუვენტუსში" გამოვა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი "რომას" 29 წლის თავდამსხმელის მარკო ბორიელოს "იუვენტუსში" იჯარით გადასვლას დადებითად გამოეხმაურა.

"ძალიან მიხარია, რომ ბორიელო "იუვენტუსში" ითამაშებს. მარკო შეეცდება დაამტკიცოს, რომ "რომამ" მისი გაშვებით შეცდომა დაუშვა. რა თქმა უნდა, ის ჩვენი გუნდისთვის დამატებითი ძალა იქნება", - განაცხადა მეკარემ.

"რომამ" ბორიელო "მილანისგან" 2011 წლის ივნისში გამოისყიდა, მაგრამ "ჯალოროსის" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე იტალიელს მაინცდამაინც არ ენდობოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული