უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ინტერმა" კრიზისი დაძლია და აღმავლობის გზას დაადგა. მილანურმა გრანდმა საკუთარ მოედანზე "პარმა" მიიღო და მეტოქე მიწასთან გაასწორა. მასპინძლებმა ხუთი უპასუხო ბურთი მიართვეს მოწინააღმდეგეს და გულშემატკივრები აღფრთოვანებაში მოიყვანეს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შედეგიან იერიშებზე ორიოდე სიტყვა აუცილებლად უნდა ვთქვათ, რადგან
ანგარიში შეხვედრის სტარტზევე დიეგო მილიტომ გახსნა, ვინც მარცხენა ფრთიდან რიკი ალვცარესის პასს გამოეხმაურა და ერთი შეხებით, ტერფის გარე ნაწილით გადაგზავნა ბურთი ემილიელთა კარის ჩარჩოში, 1:0. ძალიან მალე, მილანელებმა მეორე გოლი გაიტანეს და ამჯერად თავი ტიაგო მოტამ გამოიჩინა - ბრაზილიური წარმოშობის იტალიელმა დაახლოებით 30 მეტრიდან "დაუბათქუნა" და "პარმას" კიპერი უშანსოდ დატოვა, 2:0.
მესამე გოლი ისევ დიეგო მილიტოს ანგარიშზეა, ვინც აშკარად საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა მიმდინარე სეზონში და გაგვახსენა თუ როგორ თამაშობდა ორი-სამი წლის წინ. არგენტინელი საჯარიმოში დაუხვდა დაკიდებულ ბურთს, თავური დაჰკრა და საწყალ მირანტეს კიდევ ერთხელ გამოაღებინა ბურთი საკუთარი კარიდან, 3:0. ისე არ გამოდიოდა, რომ ერთი გოლი ჯამპაოლო პაცინის არ გაეტანა და მოსახდენი 56-ე წუთზე მოხდა - ჯამპაოლო ერთი-ერთზე შეატოვეს კიპერს და მანაც მეოთხეჯერ გაახვია ბურთი ემილიელთა კარის ბადეში.
მეხუთე, ანუ ბოლო გოლი ფარაონის ანგარიშზეა: ახალგაზრდა შემტევმა საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი, უძლიერესად დაარტყა და ხარიხის გავლით კარში მოათავსა.
მატჩის შემდეგ, კლაუდიო რანიერი უაღრესად კმაყოფილი გახლდათ:
"რომელ ადგილზე დავასრულებთ ჩემპიონატს? - ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი კი ვიცი, დღევანდელი "ინტერი" ახლოს არის იმ იდეალთან, რომლისკენაც მივისწრაფვით. მაშინაც კი, როდესაც მკაცრად გვაკრიტიკებდნენ, დარწმუნებული ვიყავი, რომ კრიზისს დავძლევდით და ავთამაშდებოდით. რაც შეეხება მომდევნო ტურში დაგეგმილ მილანურ დერბის, დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივრები საოცარ სანახაობას იხილავენ. "მილანთან" ჯახს შესანიშნავ ფორმაში ვხვდებით და მჯერა, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება".
დიახ, მომდევნო ტურში მილანური დერბია და იტალიაში ამ მატჩის შესახებ აქედანვე ძალიან ბევრს საუბრობენ. თუმცა, დერბისთვის კიდევ არაერთხელ მოვიცლით და უმჯობესია, გასული ტურის კიდევ ერთ მეტად საინტერესო შეხვედრას შევეხოთ, რომელშიც "სიენამ" "ლაციო" გაანადგურა.
ტოსკანელებმა პირველივე წუთებიდან იგდეს ხელთ უპირატესობა და ძალიან მალე, ეს პირველ გატანილ გოლში ასახეს - მარჯვენა ფლანგიდან რომაელთა საჯარიმოშო დესტრომ შეირბინა და ძლიერი დარტყმით ბურთი მეკარისაგან შორეულ კუთხეში მოათავსა, 1:0. რომაელებმა სცადეს ინიციატივის დაუფლება, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და ტაიმის შუაწელს თერთმეტმეტრიანი აიკიდეს - უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი კალაიომ შეასრულა და მასპინძლები ორი ბურთის სხვაობით დააწინაურა.
პირველ ტაიმის მიწურულს ტოსკანელებმა კიდევ ერთხელ შეარხიეს რომაელთა კარის ბადე და ამით, საბოლოოდ გადაწყვიტეს მატჩის ბედი. მესამე გოლი ისევ კალაიომ გაიტანა და ისევ თერთმეტმეტრიანით, ამასთან, ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან სტუმართა კიპერი ბიძარი გააძევეს. მეორე ნახევარში დესტრიმ კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა, 4:0.
მატჩის შემდეგ, ედუარდო რეია სასოწარკვეთილი იყო: "ეს იყო ყველაზე ცუდი შეხვედრა, რაც "ლაციომ" ჩემი თავკაცობით ჩაატარა. პირველად ჩემ სამწვრთნელო კარიერაში, ერთი სული მქონდა როდის დაასრულებდა არბიტრი შეხვედრას. ამ საქმეს ესე არ დავტოვებ და აუცილებლად გავერკვევი რა დაგვემართა და რატომ დავიჩაგრეთ ასე ძალიან. ყველანი უნდა დავფიქრდეთ მომხდარზე და მსგავსი რამ აღარასოდეს გავიმეოროთ. გულშემატკივრებს ბოდიში მინდა მოვუხადო და დავპირდე მათ, რომ მომდევნო ტურში სრულიად სხვა "ლაციოს" იხილავენ".
ლიდერებმა კვირას გამართეს შეხვედრები და სამ-სამი ქულაც ჩაიწერეს აქტივში. პირველად "უდინეზემ" იძალა მეტოქეზე და ორ საათზე ცოტა მეტი ხნით სათავეშიც კი ედგა სატურნირო ცხრილს. ფრიულელებმა "ჩეზენას" უმასპინძლეს და მეორე ტაიმში გატეხეს მეტოქე. ანგარიში პირველივე წუთზე ანტონიო დი ნატალემ გახსნა და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მასპინძლები მალევე მოკლავდნენ ინტრიგას. მთლად ასე არ მოხდა, რადგან პირველი ტაიმის დასრულებამდე 6-7 წუთით ადრე სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს - ჩეკარელის მიერ თავით გაკეთებული გადაცემის შემდეგ, უდინელთა კარის ბადე ედერმა შეარხია, 1:1.
მეორე ნახევარი თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა, როდესაც სტუმართა კიპერმა უხეში შეცდომა დაუშვა და ასამოას მიერ არც თუ ძლიერად დარტყმული ბურთი კარში შევარდა, 2:1. აი აქ კი გატყდა "ჩეზენა" და დარჩენილი დრო მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. 75-ე წუთზე შორეული დარტყმით თავი დუშან ბასტამ გამოიჩინა, თამაშის დასრულებამდე რვა წუთით ადრე კი ტოტო დი ნატალემ დუბლი შეასრულა და შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა, 4:1.
ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა ბერგამოში, სადაც "ატალანტამ" "მილანს" უმასპინძლა და უშანსოდ წააგო, 0:2. პირველი გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თერთმეტმეტრიანით გაიტანა - ასისტენტად ალეშანდრე პატო შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან პენალტი სწორედ ბრაზილიელმა ფორვარდმა აიკიდა.
მეორე გოლი ანტრაქტის შემდეგ გავიდა და ამ შემთხვევაშიც ზლატანი გახლდათ მთავარ როლში: ბოსნიური წარმოშობის შვედმა ფორვარდმა მარჯვენა ფრთაზე შეიგდო ბურთი, იქიდან კევინ პრინს ბოატენგს გაუკეთა უზუსტესი გადაცემა და მანაც ერთი შეხებით დალაშქრა მასპინძელთა კარი, 0:2. დარჩა შთაბეჭდილება, რომ "როსონერიმ" ძალების დაზოგვით შეძლო კერკეტი მეტოქის დამარცხება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდი მილანურ დერბის შესანიშნავ ფორმაში ხვდება.
"უდინეზეს" და "მილანს" "იუვენტუსი" მხოლოდ გატანილი გოლებით ჩამორჩა, თორემ სამი ქულა ტურინელებმაც აიღეს. ანტონიო კონტეს გუნდმა "ლეჩეს" მინიმალურად სძლია გასვლაზე და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მიმდინარე სეზონში არაფრის დათმობას არ აპირებს. ერთადერთი გოლი ალესანდრო მატრის ანგარიშზეა, არადა, მას მხოლოდ იმიტომ მიეცა თამაშის საშუალება, რომ 23-ე წუთზე დაშავებული ფაბიო კვალიარელა შესაცვლელი შეიქნა.
მოკლედ, კვალის არ უმართლებს, ის კვლავ ლაზარეთშია, მატრის კი გოლი გოლზე გააქვს. მთლიანობაში, თამაში სანახაბრივი გამოვიდა და მომენტები ორივე კართან საკმაო რაოდენობით შეიქმნა. მატჩის შემდგომ კონტე კმაყოფილი იყო და შეგირდები თავდადებული თამაშისთვის შეაქო.
მე-17 ტურის მთავარი სათქმელი კი ის გახლავთ, რომ სატურნირო ცხრილში ზედა და ქვედა სამეულები გამოიკვეთა. მართალია, ჯერ ძალიან ადრეა რაიმე დასკვნების გამოტანა, მაგრამ 5-ქულიანი სხვაობები თავისთავად ყურადღებას იქცევს.
იტალია. სერია A. XVII ტური
სიენა-ლაციო 4:0
სიენა (4-4-2): პეგოლო - ანჯელო, როსეტინი, ტერცი, დელ გროსო - ბრიენცა, ბოლცონი, გაცი (67. კოდრეა), გროსი (50. მანინი) - კალაიო, დესტრო (84. რეჯინალდო).
ლაციო (4-4-2): ბიძარი - სკალონი (45. კარიცო), სტანკევიჩუსი, ბიავა, რადუ - ლულიჩი, ლედესმა, ცანა (46. გონსალესი), სკული (80. დიაკიტე) - სისე, კლოზე.
გოლები: 1:0 დესტრო (11), 2:0 კალაიო (35-პენ.), 3:0 კალაიო (49-პენ.), 4:0 დესტრო (81).
გაფრთხილება: როსეტინი, დელ გროსო, დესტრო - სკული.
გაძევება: ბიძარი (45. ლაციო)
კუთხური: 1-7; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 14(7)-11(3); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 15 000
ინტერი-პარმა 5:0
ინტერი (4-4-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო - მოტა, კამბიასო (58. პოლი), ძანეტი, ალვარესი (72. კოუტინიო) - მილიტო (76. ფარაონი), პაცინი.
პარმა (4-4-1-1): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ბრანდაო, გობი - მოდესტო, მორონე (60. პერეირა), გალოპა (68. მუსაჩი), მოდესტო (56. პელე) - ჯოვინკო - ფლოკარი.
გოლები: 1:0 მილიტო (13), 2:0 მოტა (18), 3:0 მილიტო (41), 4:0 პაცინი (56), 5:0 ფარაონი (79).
გაფრთხილება: სამუელი - გალოპა.
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 10(6)-10(1); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 37 000
უდინეზე-ჩეზენა 4:1
უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, დანილო (86. პასკუალე), დომიცი - ბასტა, პინცი, ისლა, ასამოა, არმერო - ფლორო ფლორესი, დი ნატალე (84. ფაბრინი).
ჩეზენა (4-3-2-1): ანტონიოლი - კომოტო, ფონ ბერგენი, როდრიგესი, ლაურო - გუანა, ჩეკარელი (69. როსი), პაროლო - კანდრევა (68. კოლუჩი), ედერი - მუტუ.
გოლები: 1:0 დი ნატალე (1), 1:1 ედერი (39), 2:1 ასამოა (54), 3:1 ბასტა (75), 4:1 დი ნატალე (83).
გაფრთხილება: ბენეტია - ლაურო, პაროლო.
გაძევება: ლაურო (61. ჩეზენა)
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 16(6)-8(3); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 18 000
რომა-კიევო 2:0
რომა (4-3-1-2): სტეკელენბურგი - ტადეი, ჟუანი, ჰაინცე, ანხელი - სიმპილისიო (68. გაგო), დე როსი (80. გრეკო), პიანიჩი - ტოტი (87. კაპრარი) - ლამელა, ბოიანი.
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი, ცეზარი, ანდრეოლი, იოკიჩი - ბრედლი, ჰეტემაი (83. რიგონი), ლუჩანო - თერეუ - პელისიერი, პალოსკი (59. მოსკარდელი).
გოლები: 1:0 ტოტი (34-პენ.), 2:0 ტოტი (78-პენ.).
გაფრთხილება: ჰაინცე, ტოტი, ბოიანი - ჰეტემაი.
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 16-18; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 12(8)-7(2); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 40 000
ატალანტა-მილანი 0:2
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - მაზიელო, ფერი, მანფრედინი, პელუზო - კარმონა (71. ბონავენტურა), ჩიგარინი, სკელოტო, პადოინი - მარილუნგო (56. ტირიბოკი) - დენისი.
მილანი (4-3-1-2): აბიატი - ბონერა, მექსე, ტიაგო სილვა, ძამბროტა - ბოატენგი, ვან ბომელი, ნოჩერინო - ემანუელსონი - პატო (68. რობინიო), იბრაჰიმოვიჩი.
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (22-პენ.), 0:2 ბოატენგი (82).
გაფრთხილება: მანფრედინი, ჩიგარინი, კარმონა - ბონერა, ბოატენგი.
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 19-16; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 5(3)-7(3); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 21 000
ბოლონია-კატანია 2:0
ბოლონია (3-4-1-2): ჟილე - რაჯი, ლორია (37. კერუბინი), ანტონსონი - პერესი, მორლეო, მუდინგაი, პულცეტი - დიამანტი (64. რამირესი) - აკვაფრესკა (82. ხიმენესი), დი ვაიო.
კატანია (4-3-3): კამპანიოლო - ალვარესი, ბელუში, ლეგროტალიე, ისკო - მარკეზე (64. ლიამა), ლოდი, ალმირონი - გომესი (46. ბიაჯანტი), ბარიენტოსი (74. ბერგესიო), მაქსი ლოპესი.
გოლები: 1:0 კერუბინი (50), 2:0 დი ვაიო (90).
გაფრთხილება: მუდინგაი, დი ვაიო, კერუბინი - ისკო, ალვარესი, ლეგროტალიე, მარკეზე.
გაძევება: ბიაჯანტი (78. კატანია)
კუთხური: 2-1; ჯარიმა: 29-12; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 11(5)-6(2); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 22 000
კალიარი-ჯენოა 3:0
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო, კანინი, ასტორი, აგოსტინი - ეკდალი (80. ბიონდინი), დესენა, ნაინგოლანი (86. არიაუდო) - კოსუ - იბარბო (83. ელ ქაბირი), ლარივეი.
ჯენოა (4-4-2): ფრეი - გრანკვისტი, მესტო, დაინელო, მორეტი - სეიმური, კონსტანტი (70. ანტონელი), კუჩკა (35. ხორკერა), როსი - იანკოვიჩი (83. მერკელი), ჯილარდინო.
გოლები: 1:0 ლარივეი (13-პენ.), 2:0 იბარბო (56), 3:0 გრანკვისტი (72-ს.კ.).
გაფრთხილება: აგოსტინი, დესენა - გრანკვისტი, დანილო, კონსტანტი.
გაძევება: მორეტი (66. ჯენოა).
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 13-18; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 17(8)-7(2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 14 000
ლეჩე-იუვენტუსი 0:1
ლეჩე (3-5-2): ბენასი - ოდო, ტომოვიჩი, კუადრადო, ესპოზიტო - შტრასერი (5. ოლივერა), ობოდო (83. კორვია), ჯაკომაცი, მესბა - მურიელი, დი მიკელე (73. პასკუატო).
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - მარკიზიო, პირლო (88. მარონე), ვიდალი - პეპე (85. დე ჩელიე), კვალიარელა (23. მატრი), ვუჩინიჩი.
გოლი: 0:1 მატრი (27).
გაფრთხილება: ოდო, კუადრადო, ოლივერა - კიელინი, ვიდალი.
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 10(3)-14(8); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 30 000
ნოვარა-ფიორენტინა 0:3
ნოვარა (4-3-1-2): უიკანი - მორგანელა, ჩენტურიონი, პაჩი, ჯემიტი - პორკარი, მაძარანი (79. პინარდი), რიგონი - მარიანინი - მეჯორინი (50. რუბინო), კარაჩოლო (79. გრანოჩე).
ფიორენტინა (3-5-2): ბორუცი - ნატალი, გამბერინი, ნასტასიჩი - კასანი (80. დე სილვესტრი), ბეჰრამი, მონტოლივო, ვარგასი, სალიფუ (80. ხარჯა) - იოვეტიჩი, ლიაიჩი (67. ლაძარი).
გოლები: 0:1 იოვეტიჩი (20-პენ.), 0:2 მონტოლივო (42), 0:2 იოვეტიჩი (49).
გაფრთხილება: ჩენტურიონი - ნასტასიჩი, სალიფუ.
კუთხური: 12-1; ჯარიმა: 13-20; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 5(0)-12(4); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 11 000
პალერმო-ნაპოლი 1:3
პალერმო (4-3-1-2): ბენუსი - მუნოზი, სილვესტრი, ჩეტო, ბალცარეტი - მილიაჩო, ბარეტო, დელა როკა (46. ასკუა) - ვასკესი (46. ალვარესი) - მიკოლი, ბუდანი (79. მეჰმეთი).
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - არონიკა, კანავარო, კამპანიარო - მაჯო, ინლერი, გარგანო (72. ჯემაილი), დოსენა - პანდევი (83. ჩავესი), ჰამშიკი (77. ცუნიგა) - კავანი.
გოლები: 0:1 პანდევი (35), 0:2 კავანი (54), 0:3 ჰამშიკი (60), 1:3 მიკოლი (89).
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 9-5; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 8(3)-11(6); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 32 000
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 17 11 4 2 37-16 37
2. იუვენტუსი 17 10 7 0 27-10 37
3. უდინეზე 17 10 5 2 24-10 35
4. ლაციო 17 8 6 3 24-17 30
5. ინტერი 17 9 2 6 27-19 29
6. ნაპოლი 17 7 6 4 32-19 27
7. რომა 17 8 3 6 23-19 27
8. კატანია 17 5 7 5 20-25 22
9. ფიორენტინა 17 5 6 6 18-15 21
10. კალიარი 17 5 6 6 15-17 21
11. პალერმო 17 6 3 8 19-23 21
12. ჯენოა 17 6 3 8 19-27 21
13. ატალანტა 17 6 8 3 23-21 20
14. კიევო 17 5 5 7 13-20 20
15. პარმა 17 5 4 8 21-31 19
16. სიენა 17 4 6 7 18-16 18
17. ბოლონია 17 5 3 9 16-24 18
18. ნოვარა 17 2 6 9 17-32 12
19. ჩეზენა 17 3 3 11 9-24 12
20. ლეჩე 17 2 3 12 17-34 9
შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა
ბომბარდირები
12 - დენისი (ატალანტა), დი ნატალე (უდინეზე), იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 10 - კავანი (ნაპოლი); 9 - კლოზე (ლაციო), იოვეტიჩი (ფიორენტინა).
მომდევნო ტური
14 იანვარი: კატაია-რომა; 15 იანვარი: ლაციო-ატალანტა, ჩეზენა-ნოვარა, კიევო-პალერმო, ფიორენტინა-ლეჩე, ჯენოა-უდინეზე, იუვენტუსი-კალიარი, პარმა-სიენა, მილანი-ინტერი; 16 იანვარი: ნაპოლი-ბოლონია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"