მაძარი: "ნაპოლი" ორ წელიწადში გაიზარდა

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ, რომლის გუნდმაც იტალიის ჩემპიონატის მე-17-ე ტურის მატჩში "პალერმო" დაამარცხა, თამაშის შემდეგ გაიხსენა, რომ სულ რაღაც ორი წლის წინ "ნაპოლი" იტალიური ფეხბურთის ერთერთი ლიდერი არ ყოფილა.

"იმაზე არ ვფიქრობთ, რომ ვინმეს დავეწიოთ, ჯერ კიდევ უნდა გავიზარდოთ. მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგამ ბევრი ენერგია წაგვართვა. "პალერმოსთან" მატჩში, სანამ ანგარიში 2:0 გახდებოდა ჩვენს სასარგებლოდ, იყო შესაძლებლობა, რომ მეტოქე გაგვიტანდა. დაცვაში უფრო მეტი ყურადღებით უნდა ვითამაშოთ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ გუნდმა რაღაც დაუჯერებელი გააკეთა, არ დაგავიწყდეთ, რომ ორი წლის
წინ "ნაპოლი" შვიდი მატჩის შემდეგ მე-15-ე ადგილზე იყო", - აღნიშნა მაძარიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული