მილანის "ინტერი" "მანჩესტერ სიტის" ფორვარდ კარლოს ტევესის შეძენასთან ახლოსაა. "ნერაძურიმ" თავის მთავარ მეტოქე "მილანს" არგენტინელი ფეხბურთელი ლამის ცხვირწინ ააცალა.
იტალიური პრესის ინფორმაციით, 27 წლის ფორვარდის "ინტერში" გადასვლამდე მხოლოდ რამდენიმე ფორმალობაა დარჩენილი.
ტევესი იტალიაში უკვე მიმდინარე კვირაში გადავა. ფეხბურთელის სანაცვლოდ "ინტერი" დაახლოებით 25 მილიონ ევროს გადაიხდის.