მეორე ტაიმის დაწყებამდე კავანის უსტვენდნენ, მაგრამ როდესაც საჯარიმოს გარედან ლამაზი შორეული დარტყმით გოლი გაიტანა, პუბლიკა აპლოდისმენტებით შეხვდა. თავად კავანის გოლის გატანა არ აღუნიშნავს.
"ძალიან მიხარია ეს ოვაციები და ტიფოზების ასეთი ქცევით აღფრთოვანებული ვარ. ეს გულშემატკივრები არასდროს დამავიწყდებიან.
მიზნების დასახვა არ მიყვარს. საჭიროა ქულების მოპოვება განვაგრძოთ. თავადაც მაინტერესებს, რამდენად შორს შეუძლია ჩვენს გუნდს წასვლა", - განაცხადა კავანიმ.