"ნაპოლის" ურუგვაელი ფორვარდის ედინსონ კავანის სახლი გაძარცვეს, როცა ფეხბურთელი ნაკრების გუნდში იმყოფებოდა. ამის შემდეგ, კავანის აგენტი კლაუდიო ანჯელუჩი გაქურდეს.
ნოემბერში კბილებამდე შეიარაღებული ბოროტმოქმედი მარეკ ჰამშიკის ფეხმძიმე ცოლს დაესხა თავს, რომელიც საკუთარი BMW-ით სეირნობდა. სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ ესეკიელ ლავესის მეგობარმა გოგონამ საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ ნეაპოლში მას ხელიდან როლექსის საათი მოპარეს.
ნეაპოლის პოლიციის ხელმძღვანელმა ლუიჯი მეროლამ განაცხადა, რომ ამდენი ფეხბურთელის გაქურდვა, ასეთ
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი თავისი კლუბის ფეხბურთელებს დაცვას ჰპირდება და აცხადებს, რომ ნეაპოლში კრიმინალური თვალსაზრისით ისეთივე სიტუაციაა, როგორიც რომსა და მილანში. გარდა ამისა, დე ლაურენტისი მოხშირებულ ქურდობასა და ძარცვას იტალიაში ფინანსურ კრიზის უკავშირებს.
"ლავესის მეგობარ გოგონას მინდა ვურჩიო, რომ ფინანსური კრიზისის დროს ქუჩაში როლექსის საათით არ იაროს", - განაცხადა დე ლაურენტისმა.
მომზადებულია Corriere della Sera-ს მხიედვით