ცანა მძიმედ დაშავდა

AutoSharing Option
"სიენასთან" მატჩი "ლაციოსთვის" ყოველმხრივ წარუმატებელი გამოდგა - გარდა იმისა, რომ ფავორიტად შერაცხული "ბიანკოჩელესტე" უშანსოდ განადგურდა, გუნდმა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე ლორიკ ცანა დაკარგა.

28 წლის ალბანელმა ნახევარმცველმა ერთ-ერთი ორთაბრძოლისას კუნთი დაიზიანა და საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო. დიაგნოზის თანახმად, ცანას მინიმუმ 40 დღე მოუწევს მკურნალობა, საფეხბურთო მოედანს კი კარგ შემთხვევაში ორი თვის თავზე დაუბრუნდება.

მოკლედ, ალბანელი სერია A-ს მინიმუმ 9-10 შეხვედრას გამოტოვებს და ვერც ევროპის ლიგაზე მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ შეძლებს თამაშს. ამ ამბავმა "ლაციოს" მთავარ მწვრთნელ ედი რეიას ისედაც წამხდარი ხასიათი კიდევ
უფრო გაუფუჭა:

"2012 წელი არც თუ კარგად დაიწყო, "სიენასთან" მარცხს ლორიკ ცანას მძიმე ტრავმა დაემატა, თუმცა წარსულში ვეღარ დავბრუნდებით და არსებულ რეალობას უნდა შევურიგდეთ. ეს ყველაფერი ხასიათს მიფუჭებს, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ და მომავალს ოპტიმისტურად შევხედოთ.

ვიაქტიურებთ თუ არა სატრანსფერო ბაზარზე? - კლუბის მესვეურებისთვის ნათქვამი მაქვს სასურველი ფეხბურთელების გვარები და დანარჩენი უკვე ჩემზე აღარ არის დამოკიდებული. ვნახოთ, თვის ბოლომდე შეიძლება ბევრი რამე მოხდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული