არგენტინელმა ისიც განაცხადა, რომ თვითონ "ნერაძურიში" კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება.
"მოვიდა დრო, რომ ტევესმა საკუთარი არჩევანი გააკეთოს. ის იყო და რჩება დიდ ჩემპიონად.
რაც შეეხება ჩემს მომავალს, კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაქვს და ხელშეკრულების ბოლომდე "ინტერში" დარჩენას ვაპირებ.
მილანური დერბი? ეს განსაკუთრებული თამაშია. ვალდებულები ვართ მოვიგოთ", - თქვა ფეხბურთელმა.