მესამე შეხვედრა "ლაციოსა" და "ვერონას" შორის სტადიო ოლიმპიკოზე გაიმართა და რა გასაკვირია, რომ ფავოროტად რომაული გუნდი მიიჩნეოდა. საბოლოოდ, გამარჯვება დარჩათ კიდეც მასპინძლებს, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება სერია B-ს ერთ-ერთმა ლიდერმა დატოვა...
შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი, როდესაც მასპინძლები ანდრე დიასისა და ტომაზო როკის გოლების წყალობით მეტოქეს ორი ბურთის სხვაობით
მოვლენათა ასეთი განვითარება ყველასათვის მოულოდნელი იყო და მასპინძლები ცოტა დაბნეულებიც კი ჩანდნენ.
შედეგად, "ვერონა" მესამე გოლის გატანასთან იყო ახლოს, თუმცა რამდენიმე ეპიზოდში მეკარე ბიძარიმ კარგი რეაქცია გამოავლინა. ვერ გაიტან, გაგიტანენო, ნათქვამია და სწორედ ეს წესი ამოქმედდა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში - მატჩის არბიტრმა სტუმართა კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დანიშნა, ბურთთან ერნანესი მივიდა და უზუსტესი დარტყმით შეხვედრის საბოლო რეზულტატი დააფიქსირა, 3:2.
ნამატჩევს, ედუარდო რეია კმაყოფილი გახლდათ და შემდეგი განაცხადა: "შეხვედრა იმაზე უფრო რთული გამოდგა, ვიდრე მოველოდით.
"ვერონა" ძალიან კარგი გუნდია და დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონში სერია A-ში იასპარეზებს. ხარვეზები გვქონდა და თანაც, ბევრი, მაგრამ მთლიანობაში მაინც კმაყოფილი ვარ. ამ გამარჯვებამ საკუთარი ძალების რწმენა შეგვმატა - ჩვენ თასის მომდევნო ეტაპზე გავედით და ეს მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო კონდიციისგან შორს ვართ".
ლაციო-ვერონა 3:2
გოლები: 1:0 დიასი (44), 2:0 როკი (58), 2:1 ბერეტონი (61), 2:2 დალესანდრო (74), 3:2 ერნანესი (90).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"