"ინტერის" 29 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ტიაგო მოტა, უკმაყოფილოა, რომ მილანური კლუბი კონტრაქტს არ უგრძელებს. მოტამ შესაძლოა, ამჟამინდელი გუნდი ფრანგულ პსჟ-ზე გაცვალოს.
გადასვლა შესაძლოა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროსვე განხორციელდეს.
მოთამაშის შეძენით პარიზელთა ახალი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტია დაინტერესებული, რომელიც იტალიის ნაკრების ფეხბურთელის შესაძლებლობებს კარგად იცნობს.