"მილანი" ტევესის შესახებ მორიგ წინადადებას ამზადებს

AutoSharing Option
"მილანი" "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელ კარლოს ტევესის შეძენას კვლავ ცდილობს. დღეს "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ინგლისში ჩაფრინდა, სადაც "ქალაქელთა" წარმომადგენლებს შეხვდება და ტევესის თაობაზე მოლაპარაკებას გამართავს.

გალიანიმ ასეთი წინაადადება მოამზადა: "როსონერი" არგენტინელს ნახევარწლიანი იჯარით აიყვანს, 25 მილიონი ევროს საფასურად შემდგომი გამოსყიდვის უფლებით.
ხოლო "მილანში" ტევესის წარმატებული თამაშის შემთხვევაში, "მანჩესტერ სიტიმ" შესაძლოა 3 მილიონი ბონუსად მიიღოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული