გოლები: 0:1 პოპესკუ (20), 1:1 კავანი (65), 2:1 პანდევი (86).
გამომდინარე იქიდან, რომ "ნაპოლის" სამ ფრონტზე უწევს ბრძოლა, ვალტერ მაძარი "ჩეზენასთან" სათასო დაპირისპირებაში ნახევრად ექსპერიმენტული შემადგენლობით გავიდა ფსონს. კარში არა მორგან დე სანკტისი, არამედ ანტონიო როზატი იდგა, რომელმაც თავის დროზე "ლეჩეში" ასპარეზობით დაგვამახსოვრა თავი; შეტევის წინა ხაზზე ედუარდო ვარგასი ვიხილეთ, რომელიც პირველად გამოჩნდა "ნაპოლის" შემადგენლობაში.
დაცვაში პაოლო კანავაროსთან ერთად, ბრიტოსი და ფერნანდესი გაისარჯნენ, ფეხბურთელები, რომლებსაც ძალზე იშვიათად უწევთ სასტარტოში ასპარეზობა. შედეგად, მასპინძლებს ძალიან გაუჭირდათ კერკეტი მეტოქის დამარცხება, თუმცა საბოლოოდ,
ანგარიში მე-20 წუთზე "ჩეზენამ" გახსნა და მთლიანობაში, პირველი ტაიმი სწორედ სტუმართა უპირატესობით წარიმართა. ცოტა მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ "ბიანკონერის" შემტევებს დამაგვირგვინებელ ფაზაში, შეიძლებოდა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვეტილიყო.
არ გამოვიდა და სტუმრები ამის გამო დაისაჯნენ კიდეც - მეორე ნახევრის შუაწელს ედინსონ კავანიმ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, მატჩის დასრულებამე ხუთიოდე წუთით ადრე კი გამარჯვების გოლი გორან პანდევმა გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ მაკედონიელმა საჯარიმო დარტყმით იხეირა, გოლს კი სტუმართა დიდი პროტესტი და ვნებათაღელვა მოჰყვა - საქმე იმაშია, რომ "ჩეზენას" კიპერმა გორანის დარტყმა უკუაგდო, თუმცა არბიტრმა ჩათვალა, რომ ბურთმა იქამდე კარის ხაზი გადაკვეთა - გამეორებაზე მკაფიოდ არ ჩანს, თუმცა უმეტესობა მაინც თანხმდება, რომ პანდევის გოლი სრულიად სამართლიანად ჩაითვალა.
ამრიგად, "ნაპოლი" აგრძელებს ბრძოლას იტალიის თასისთვის და მეოთხედფინალში "ინტერი"-"ჯენოას" წყვილში გამარჯვებულს შეეჭიდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"