ჯივინკომ "იუვე" იუარა

AutoSharing Option
ბოლო დროს, აქტიურად მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსის" მესვეურები სებასტიან ჯოვინკოს დაბრუნებას აპირებენ, რომელიც "პარმაში" ჰყავთ განათხოვრებული.

ერთი ვერსიით, ტურინელებს 24 წლის თავდამსხმელი ზამთრის სატრანსფერო პერიოდშივე სურთ, მეორე ვერსიით კი მისი დაბრუნება ზაფხულისთვის იგეგმება. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ თავად ფეხბურთელს სულ სხვა გეგმები აქვს - მოვუსმინოთ ჯოვინკოს:

"ემილიაში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და არსად წასვლას არ ვაპირებ, მით უმეტეს, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში. "პარმა" ის გუნდია, რომელსაც ვჭირდები და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

"იუვენტუსის" საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,
დიდი გუნდია, საოცარი გულშემატკივრებით, მაგრამ ფაქტია, რომ "ბიანკონერიში" თავის გამოჩენის საშუალება არც ერთხელ არ მომეცა. შეცდომის დაშვების დრო არ არის, რადგან წინ ევროპის ჩემპიონატია და იქ მსურს ყოფნა, სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მექნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული