დიეგო იტალიაში საშინელ სეზონს ატარებს, მაგრამ დღევანდელი მატჩისთვის მზად იქნება და თამაში სურს.
"იმედი მაქვს მილანურ დერბიში ვითამაშებ. ბოლომდე მზად ვარ. ძალიან მინდა გუნდისთვის მნიშვნელოვანი გოლები გავიტანო და "ინტერს" რთულ დაპირისპირებებში გამარჯვება მოვუტანო. "მილანის" კარში გამარჯვების გოლის გატანაზე ვოცნებობ", - ამბობს ფორლანი.