გალიანი: ალეგრის მუშაობით კმაყოფილი ვარ

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კონტრაქტის გახანგრძლივება დაიმსხურა.

"ინტერის" წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. მეტოქეს კარგი შემადგენლობა ჰყავს.

კმაყოფილი ვარ ალეგრის მუშაობით. იმ სამსახურისთვის, რაც მან "მილანს" გაუწია, მასიმილიანომ კონტრაქტის გახანგრძლივება დაიმსახურა. მან პირველივე სეზონში შეძლო სკუდეტოს მოგება.

ალეგრისთან მის ხელფასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვმართავდით და შეთანხმებასაც მივაღწიეთ", - განაცხადა გალიანიმ.

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრიმ "მილანთან" კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა.

მომზადებულია Milan Channel-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული