"ინტერის" გოლკიპერი ჟულიო სეზარი იძულებულია ტკივილგამაყუჩებელი ნემსი გაიკეთოს, რათა "მილანთან" იტალიის ჩემპიონატის მე-18-ე ტურის მატჩში ითამაშოს. გოლკიპერს ზურგის ტკივილი აქამდე აწუხებს.
ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი, რომელიც მოედანზე მრავალრიცხვოვანი ტრავმების შემდეგ 2 ნოემბრიდან არ გამოსულა.
მილანური დერბი დღეს 23:45-ზე დაიწყება.