ერთი სიტყვით, ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის მატჩმა მაინცდამაინც ვერ გაამართლა მოლოდინი, მაგრამ აი "ინტეროს" ქომაგებს კი ნამდვილად დიდებული დღე ჰქონდათ. "ნერაძურიმ" მინიმალური სხვაობით, დიეგო მილიტოს გოლით დაამარცხა ფავორიტად შერაცხული მეტოქე და
თუ მილანურ დერბის არ ჩავთვლით, ყველაზე დიდ ინტერესს ტურინული შეხვედრა იწვევდა, სადაც "იუვენტუსმა" "კალიარის" უმასპინძლა. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ანტონიო კონტემ შეგირდთა გასაგონად თქვა, მეტოქე თუ სათანადოდ არ დავაფასეთ, არაფერი გამოვაო. როგორც ჩანს, კონტეს სიტყვებმა არ გაჭრა - ტურინელები თითქოს ძალების დაზოგვით ცდილობდნენ ფონს გასვლას და ცხვირიც წაიმტვრიეს.
შეხვედრა მასპინძელთა მასირებული იერიშებით დაიწყო, რამაც შედეგი უკვე მე-7 წუთზე გამოიღო - მრავალსვლიანი, მეტად ეფექტური კომბინაცია მირკო ვუჩინიჩმა დააგვირგვინა და ტურინელი გულშემატკივრები აღტაცებაში მოიყვანა, 1:0. შესაძლოა, ამ ნაადრევმა გოლმა ცუდადაც კი იმოქმედა მასპინძლებზე, რადგან მას შემდეგ, თამაში თანდათანობით გათანაბრდა და პიემონტელთა სათამაშო უპირატესობიდან მხოლოდ ტერიტორიული დარჩა.
პირველ ტაიმში ორივე კართან რამდენიმე მეტნაკლებად სახიფათო მომენტი შეიქმნა, აი, ანტრაქტის შემდეგ კი სტუმრებმა ორ წუთში მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება - ანდრეა კოსუმ ტურინელთა საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი და მარცხენა ფეხით უძლიერესი და უზუსტესი დარტყმა შეასრულა, 1:1.
გოლმა სარდინიელებს ფრთები შეასხა - ერთი ხანობა, თამაში სულაც მათი უპირატესობით მიმდინარეობდა და იყო შანსი, სტუმრები წინაც კი გასულიყვნენ. შეხვედრის ბოლო ოცი წუთი, თამაში სტუმართა ნახევარზე მიმდინარეობდა, თუმცა ტურინელებს მხოლოდ ორჯერ მიეცათ გატანის რეალური შესაძლებლობა - საგულისხმოა, რომ ორივე მომენტი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეიქმნა.
პირველ ეპიზოდში მარკო ბორიელომ მილოშ კრასიჩი პირისპირ შეატოვა მეტოქე კიპერს, მან კი ისე დაარტყა, რომ სატრანსფერო პერიოდში გაყიდვას ნამდვილად ვეღარ გადაურჩება; რაც შეეხება მეორე მომენტს, მარცხენა ფრთიდან ჩაწოდების შემდეგ, არტურო ვიდალმა თავური დაარტყა და სულ მცირე მანძილით ააცილა ბურთი კუნძულელთა კარს. აი, ასე დაკარგა ქულები "იუვენტუსმა", სარდინიელებმა კი წინა ტურში "ჯენოაზე" მოპოვებულ შესანიშნავ გამარჯვებას, კიდევ ერთი წარმატებული თამაში მიაყოლეს.
კიდევ რა შეიძლება ითქვას ტურინულ პაექრობაზე? - ის, რომ "იუვენტუსის" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა მარკო ბორიელოს და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 10 წუთი დაჰყო მოედანზე, უფრო მეტად დაგვამახსოვრა თავი, ვიდრე ვთქვათ სიმონე პეპემ, რომელმაც ალბათ ყველაზე სუსტი შეხვედრა ჩაატარა მიმდინარე სეზონში.
მთლიანად, შეტევა არ უვარგოდა ტურინულ გრანდს და სწორედ ამიტომ იყო, რომ მეორე ტაიმში მთელი თავდასხმის ხაზი გამოიცვალა. ჯერჯერობით, ძალიან ძნელია კრიზისზე, ან რაიმე მსგავსზე სუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ 2012 წელს "ბიანკონერი" არადამაჯერებლად გამოიყურება - "ლეჩესთან" გასვლითი პაექრობის შემდეგ, კონტეს შეგირდებმა კიდევ ერთი უსახური შეხვედრა ჩაატარეს და ამჯერად, სულაც ორი უმნიშვნელოვანესი ქულა დაკარგეს.
ტური სიცილიური შეხვედრით დაიწყო, რომელზეც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება: "კატანიამ" საკუთარ კედლებში "რომას" უმასპინძლა - უფრო სწორად, მასპინძლობდა, როდესაც წვიმა გაძლიერდა და მატჩის არბიტრმა შეხვედრის გადადების გადაწყვეტყილება მიიღო. არადა, თამაშის დასრულებამდე სულ რაღაც 25 წუთი იყო დარჩენილი და ფეხბურთელებსაც დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ მატჩი ბოლომდე ჩაემთავრებინათ. გულშემატკივრებმა რეფერი გამაყრუებელი სტვენით გააცილეს მინდვრიდან, მაგრამ ობიექტური გადასახედიდან, პაოლო ტალიავენტოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად ლოგიკური გახლდათ, რადგან ბურთი უბრალოდ აღარ დაგორავდა ანჯელო მასიმინოს სახელობის სტადიონის გაზონზე.
არადა, შეხვედრის პირველი ტაიმი მეტად სანახაობრივი გამოვიდა - გუნდებმა შემტევი ფეხბურთი ითამაშეს და გოლების გარდა, მწვავე იერიშებითაც დაგვამახსოვრეს თავი. ანგარიში ტაიმის შუაწელს ნიკოლა ლეგროტალიემ გახსნა და დააწინაურა მასპინძლები, თუმცა მალევე, დანიელე დე როსიმ წონასწორობის აღდგენა შეძლო. მეორე ტაიმის და ძლიერი წვიმის შესახებ ზემოთ ვისაუბრეთ - მატჩი შეწყდა, დარჩენილ 25 წუთს და გუნდები სხვა, ჯერჯერობით დაუდგენელ დროს ითამაშებენ.
მეორე რომაულმა გუნდმა საკუთარ მოედანზე "ატალანტა" მიიღო და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ედუარდო რეია დაპირდა გულშემატკივრებს, რომ "სიენასთან" შერცხვენის შემდეგ, გუნდში ბევრ რამეს შეცვლიდა - ვერ გეტყვით, რომ "ლაციომ" იფრინა, მაგრამ მთლიანობაში, კარგი შთაბეჭდილება დატოვა და დამსახურებულად გაიმარჯვა. პირველი გოლი ერნანესმა თერთმეტმეტრიანით გაიტანა, მეორე კი ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მიროსლავ კლოზემ ჩაიწერა აქტივში.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველი ტაიმის მიწურულს რომაელებს ერთბაშად ორი ფეხბურთელი დაუშავდათ, რომელთა შორის ერთი გოლის ავტორი ერნანესი გახლდათ, მეორე კი მცველი ანდრე დიასი. მიუხედავად ორი იძულებითი ცვლილებისა ჯერ კიდევ ანტრაქტამდე, ედი რეიას თამაშის სადავეები ხელიდან არ გაქცევია და "ლაციომ" მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.
კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გენუაში გაიმართა, სადაც "ჯენოამ" "უდინეზეს" უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად, ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს მარცხი აგემა. არადა, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ "უდინეზე" მორიგ შეხვედრას მოიგებდა, "ჯენოა" კი შესაბამისად, მორიგ შეხვედრას წააგებდა. ასე არ მოხდა - შესვენების შემდეგ, გენუელებში რაღაცამ გაიღვიძა, სულ სხვაგვარად ათამაშდნენ და სამირ ჰანდანოვიჩს სამი გოლი გაუტანეს.
შედეგიანი იერიშების აღწერით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ალბერტო ჯილარდინოს ახალი გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო გოლი არ გაუტანია. სამაგიეროდ, შეხვეედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, ანტონიო დი ნატალემ იხეირა და გოლების რაოდენობა 13-მდე გაზარდა. საბოლოოდ, 3:2 გენუელთა სასარგებლოდ.
გულშემატკივართა საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევდა გადარჩენისთვის მებრძოლი გუნდების დაპირისპირებაც - მაგალითად, "ჩეზენამ" "ნოვარას" როგორც ასეთ დროს ამბობენ, 6-ქულიან პაექრობაში სძლია... ბენეფისი ჰქონდა ადრიან მუტუს, რომელმაც ორი გოლი გაუტანა მეტოქეს და მთლიანობაში, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. საბოლოოდ, 3:1 მასპინძელთა სასარგებლოდ.
ანალოგიური ანგარიშით გაიმარჯვა "პარმამ", რომლის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რობერტო დონადონის დებიუტი ჰქონდა. დონი იქადნებოდა, "სიენას" შავ დღეს დავაყრითო და შეასრულა კიდეც სიტყვა. ახალმა მწვრთნელმა ემილიური გუნდი 3-4-3 ტაქტიკით განალაგა, შეტევის წინა ხაზზე კი ერთბაშად ვიხილეთ სერჯო ფლოკარი, ჯონათან ბიაბიანი და სებასტიან ჯოვინკო. ნოვაციამ გაჭრა და "პარმამ" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
ტოსკანელები იმით თუ დაიმშვიდებენ თავს, რომ პაოლო გროსის მიერ მე-80 წუთზე გატანილი გოლი, რომლის შემდეგაც ანგარიში 2:1 გახდა, მე-60 000 (!) გამოდგა სერია A-ს ისტორიაში. აქვე ვიტყვით, რომ ამ ფორმატით იტალიის ჩემპიონატი 1929 წლიდან ტარდება.
იტალია. სერია A. XVIII ტური
კატანია-რომა 1:1-ზე შეწყდა (ძლიერი წვიმა)
კატანია (4-3-3): კამპანიოლო - ალვარესი, პოტენცა, ლეგროტალიე, სპოლი - ისკო, ლოდი, ალმირონი - გომესი, ბარიენტოსი, ბერგესიო.
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - ტადეი, ჟუანი, როზი, კიაერი - სიმპილისიო, დე როსი (55. გაგო), პიანიჩი - ტოტი (59. ბორინი), ლამელა, ბოიანი.
გოლები: 1:0 ლეგროტალიე (24), 1:1 დე როსი (28).
გაფრთხილება: პოტენცა, სპოლი, ალმირონი - სიმპილისიო, დე როსი.
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 7-7; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 8(3)-3(2); ბურთის ფლობა: 31%-69%.
მაყურებელი: 11 000
ლაციო-ატალანტა 2:0
ლაციო (4-3-1-2): მარკეტი - ძაური, დიასი (42. დიაკიტე), ბიავა, რადუ - ლულიჩი, ლედესმა, გონსალესი - ერნანესი (41. მათუზალემი) - როკი (88. დელ ნერო), კლოზე.
ატალანტა (4-4-2): კონსილი - მაზიელო (77. ტირიბოკი), ფერი, ლუკინი, პელუზო - კარმონა (46. მორალესი), ჩიგარინი, სკელოტო, პადოინი - მარილუნგო (54. ბელინი), დენისი.
გოლები: 1:0 ერნანესი (20-პენ.), 2:0 კლოზე (90).
გაფრთხილება: დიასი, დიაკიტე - კარმონა.
გაძევება: ლუკინი (52. ატალანტა).
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 16-23; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 9(5)-4(0); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 18 000
ჩეზენა-ნოვარა 3:1
ჩეზენა (4-4-2): ანტონიოლი - კომოტო, ფონ ბერგენი, როდრიგესი, ლაურო - გუანა, ჩეკარელი, პაროლო, კანდრევა (77. მარტინესი) - ედერი (60. კოლუჩი), მუტუ (65. რენელა).
ნოვარა (4-3-1-2): უიკანი - მორგანელა, რინაუდო, პაჩი, დელაფიორე - ჯემიტი (53. მორიმოტო), იენსენი (59. მარიანინი), რადოვანოვიჩი - რიგონი - მასკარა, კარაჩოლო.
გოლები: 1:0 მუტუ (19), 2:0 მუტუ (39-პენ.), 3:0 რინაუდო (45-პენ.), 3:1 მორიმოტო (89).
გაფრთხილება: ფონ ბერგენი, გუანა - პაჩი, რინაუდო, დელაფიორე, რიგონი.
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 17-19; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 11(8)-7(1); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 15 000
კიევო-პალერმო 1:0
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - სარდო, ცეზარი, ანდრეოლი, იოკიჩი - ბრედლი, სამარკო (68. ჰეტემაი), ლუჩანო - თერეუ - პელისიერი (84. მოსკარდელი), პალოსკი (88. აჩერბი).
პალერმო (4-3-2-1): ბენუსი - მუნოზი, სილვესტრი, მანტოვანი, ბალცარეტი - მილიაჩო, ბარეტო, ბაჩინოვიჩი (77. ბერტოლო) - ვასკესი (66. მიკოლი), ილიჩიჩი - პინილია (67. ბუდანი).
გოლი: 1:0 სამარკო (50).
გაფრთხილება: ცეზარი, სამარკო - ბალცარეტი, ბაჩინოვიჩი.
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 23-16; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 9(4)-6(2); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 10 000
ფიორენტინა-ლეჩე 0:1
ფიორენტინა (3-5-2): ბორუცი - ნატალი, გამბერინი, ნასტასიჩი - კასანი (80. რომულო), ბეჰრამი, მონტოლივო, ვარგასი, სალიფუ (46. ლაძარი) - იოვეტიჩი, ლიაიჩი (66. ჩერჩი).
ლეჩე (3-5-2): ბენასი (53. ჟულიო სერჟიო) - ფერარიო, ტომოვიჩი, კუადრადო, ესპოზიტო - გროსმიულერი, ოლივერა, ჯაკომაცი, ბრივიო - მურიელი (80. კორვია), დი მიკელე.
გოლი: 0:1 დი მიკელე (65-პენ.).
გაფრთხილება: კასანი, მონტოლივო, რომულო - ესპოზიტო, ჯაკომაცი.
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 17-10; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 12(5)-3(3); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 19 000
ჯენოა-უდინეზე 3:2
ჯენოა (4-4-2): ფრეი - გრანკვისტი, მესტო, როსი, კონსტანტი - ბიონდინი, ველოზო, მერკელი (86. კუჩკა), იანკოვიჩი - პალასიო (77. სეიმური), ჯილარდინო.
უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი - ეკსტრანდი (77. პასკუალე), ფერონეტი, დანილო - ბასტა, პინცი, ისლა, ფერნანდესი (82. ფაბრინი), არმერო - ფლორო ფლორესი, დი ნატალე.
გოლები: 0:1 ფერონეტი (14), 1:1 გრანკვისტი (49), 2:1 იანკოვიჩი (50), 3:1 პალასიო (71), 3:2 დი ნატალე (75).
გაფრთხილება: ბიონდინი - ეკსტრანდი, პინცი.
გაძევება: როსი (73. ჯენოა).
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 10-10; თამაშგარე: 2-8; კარში დარტყმა: 12(4)-4(2); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 15 000
იუვენტუსი-კალიარი 1:1
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარცალი, ბონუჩი, დე ჩელიე - მარკიზიო, პირლო, ვიდალი - პეპე (63. დელ პიერო), მატრი (71. კრასიჩი), ვუჩინიჩი (81. ბორიელო).
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო, კანინი, ასტორი, აგოსტინი - ეკდალი, დესენა, ნაინგოლანი - კოსუ (75. ელ ქაბირი) - იბარბო, ლარივეი (71. არიაუდო).
გოლები: 1:0 ვუჩინიჩი (7), 1:1 კოსუ (47).
გაფრთხილება: ბარცალი, მატრი - დესენა, კოსუ.
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 19-10; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 9(3)-4(1); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 40 000
პარმა-სიენა 3:1
პარმა (3-4-3): პავარინი - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი - გობი, ვალიანი, მორონე, მუსაჩი (73. პერეირა) - ბიაბიანი (63. სანტაკროჩე), ჯოვინკო, ფლოკარი (90. პალადინო).
სიენა (4-4-2): პეგოლო - ვიტიელო, როსეტინი, ტერცი, დელ გროსო - ანჯელო, დაგოსტინო, გაცი (73. ვერგასოლა), ბრიენცა - კალაიო (56. გროსი), დესტრო (73. გონსალესი).
გოლები: 1:0 ბიაბიანი (23), 2:0 ჯოვინკო (49), 2:1 გროსი (80), 3:1 ჯოვინკო (90).
გაფრთხილება: ძაკარდო, მორონე - როსეტინი, გაცი.
კუთხური: 1-5; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 8(6)-6(3); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 12 000
მილანი-ინტერი 0:1
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა, ძამბროტა (67. რობინიო) - ბოატენგი, ვან ბომელი, ნოჩერინო (81. ზეედორფი) - ემანუელსონი - პატო (82. ელ შაარავი), იბრაჰიმოვიჩი.
ინტერი (4-4-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო - მოტა, კამბიასო, ძანეტი, ალვარესი (67. კივუ) - მილიტო (76. სნეიდერი), პაცინი (90. ფორლანი).
გოლი: 0:1 მილიტო (54).
გაფრთხილება: ნესტა, ბოატენგი, ელ შაარავი - მოტა.
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 11(3)-10(4); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 85 000
ნაპოლი-ბოლონია დღეს
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 18 10 8 0 28-11 38
2. მილანი 18 11 4 3 37-17 37
3. უდინეზე 18 10 5 3 26-13 35
4. ლაციო 18 9 6 3 26-17 33
5. ინტერი 18 10 2 6 28-19 32
6. ნაპოლი 17 7 6 4 32-19 27
7. რომა 17 8 3 6 23-19 27
8. ჯენოა 18 7 3 8 22-29 24
9. კიევო 18 6 5 7 14-20 23
10. კალიარი 18 5 7 6 16-18 22
11. კატანია 17 5 7 5 20-25 22
12. პარმა 18 6 4 8 24-32 22
13. ფიორენტინა 18 5 6 7 18-16 21
14. პალერმო 18 6 3 9 19-24 21
15. ატალანტა 18 6 8 4 23-23 20
16. ბოლონია 17 5 3 9 16-24 18
17. სიენა 18 4 6 8 19-19 18
18. ჩეზენა 18 4 3 11 12-25 15
19. ლეჩე 18 3 3 12 18-34 12
20. ნოვარა 18 2 6 10 18-35 12
შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა
ბომბარდირები
13 - დი ნატალე (უდინეზე); 12 - დენისი (ატალანტა), იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 10 - კავანი (ნაპოლი), კლოზე (ლაციო); 9 - იოვეტიჩი (ფიორენტინა).
მომდევნო ტური
21 იანვარი: კალიარი-ფიორენტინა, რომა-ჩეზენა, ატალანტა-იუვენტუსი.
22 იანვარი: ბოლონია-პარმა, ლეჩე-კიევო, ნოვარა-მილანი, პალერმო-ჯენოა, სიენა-ნაპოლი, უდინეზე-კატანია, ინტერი-ლაციო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"