"ჩანდა, თითქოს ბურთს ჩვენ დავეუფლებოდით, მაგრამ ის გვერდზე გახტა, ჩემი შეცდომა კი თამაშის წაგებად დაგვიჯდა. მას შემდეგ, რაც "ინტერმა გოლი გაგვიტანა, ცოტა საგოლე მომენტი შევქმენით, გუნდურ ფეხბურთს არ ვთამაშობდით.
თითოეული ფეხბურთელი მატჩის ბედის ინდივიდუალურად გადაწყვეტას ცდილობდა. "მილანს" კვლავინდებურად შესანიშნავი გუნდი ჰყავს, ტიტულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ", - აღნიშნა აბატემ.