იგნაციო აბატე: ჩემი შეცდომა "მილანს" "ინტერთან" თამაშის წაგებად დაუჯდა

AutoSharing Option
"მილანის" მცველი იგნაციო აბატე, რომელიც "ინტერთან" მატჩის ანტიგმირი გახდა, თამაშის შემდეგ "როსონერის" წაგებაზე პასუხისმგებლობას არ იხსნის.

"ჩანდა, თითქოს ბურთს ჩვენ დავეუფლებოდით, მაგრამ ის გვერდზე გახტა, ჩემი შეცდომა კი თამაშის წაგებად დაგვიჯდა. მას შემდეგ, რაც "ინტერმა გოლი გაგვიტანა, ცოტა საგოლე მომენტი შევქმენით, გუნდურ ფეხბურთს არ ვთამაშობდით.

თითოეული ფეხბურთელი მატჩის ბედის ინდივიდუალურად გადაწყვეტას ცდილობდა. "მილანს" კვლავინდებურად შესანიშნავი გუნდი ჰყავს, ტიტულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ", - აღნიშნა აბატემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული