კლაუდიო რანიერი: "ინტერს" პირველობისთვის ბრძოლის გენი აქვს

AutoSharing Option
"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ "მილანთან" (1:0) მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ სკუდეტოზე ჯერ არ ფიქრობს.

"ბოლო დროს ჩვენი საქმეები კარგად მიდის. "მილანის" დამარცხება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მიხარია, რომ ეს შევძელით. საკმარისი ენერგია და ენთუზიაზმი გვაქვს, რომ მიმდინარე სეზონში წარმატებას მივაღწიოთ.

სკუდეტოსთვის ბრძოლა? კლუბში ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან ვამბობ, რომ წინ აუჩქარებლად უნდა ვიაროთ. ადრე მიზნად ევროპა ლიგის ზონამდე მიღწევას ვისახავდით, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის ზონაში უნდა მოვხდეთ. ამის შემდეგ კი მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგვრჩება.

"ინტერს" დნმ-ში აქვს გენი - პირველობისთვის
მუდმივი ბრძოლა, რომელიც სრულყოფილი უნდა გავხადოთ", - განაცხადა რანიერიმ.

მომზადებულია Sky Sport Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული